მიზნები და მისია
„ფილოლოგია“ ორენოვანი ყოველწლიური აკადემიური ჟურნალია, რომელიც დაფუძნდა თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებაზე.
ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს ფილოლოგიის თანამედროვე მიმართულებების განვითარებასა და გაფორთოებას, ამასთანავე მისცეს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა წარმოაჩინოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს საკუთარი კვლევა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
ჟურნალის სამეცნიერო მიმართულებებია:
- ლინგვისტიკა
- ლიტერატურა
- თარგმანმცოდნეობა
დამატებით, ნომრებში შესაძლებელია დაიბეჭდოს თარგმანები და ორიგინალური ლიტერატურული ჩანახები, რაც ხელს უწყობს სტუდენტებში შემოქმედებითი წერის პოპულარიზაციას.
სტატიების, თარგმანებისა და ლიტერატურული ჩანახატების რეცენზირება ხდება ანონიმურად ქართველი და უცხოელი რეცენზენტების მიერ. თითოეული ნაშრომის შეფასება მიმდინარეობს ობიექტური და რელევანტური კრიტერიუმებით, რომლებიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე.