რეცენზირების პროცესი

რეცენზირება 

ჟურნალში წარმოდგენილი ნაშრომების შეფასება ხდება ორმაგი ანონიმურობის დაცვის პრინციპით, რაც უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობას, გამჭვირვალობასა და ხარისხს. 

  • ავტორებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ნაშრომების ორი ვარიანტი: პირველ ვერსიაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, ხოლო მეორე ვერსია არ უნდა შეიცავდეს ნებისმიერი სახის მითითებას კონკრეტული ნაშრომის ავტორის შესახებ;
  • რეცენზენტებს გადაეცემათ ნაშრომების ანონიმური ვარიანტები;
  • ანონიმური შეფასება სავალდებულოა, რეცენზენტისთვის მიუწვდომელია ინფორმაცია ნაშრომის ავტორზე და პირიქით;
  • ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შედგება ქართველი და უცხოელი წარმომადგენლებისგან, რომლებიც ფლობენ ჟურნალის მოთხოვნების შესაბამის კვალიფიკაციას;
  • იმ შემთხვევაში თუ ნაშრომის ავტორი რედაქტორის ნათესავი ან სტუდენტია, გადაწყვეტილებებს (რეცეზენტის შერჩევა, ნაშრომის გაგზავნა) იღებს მეორე რედაქტორი.

 

პროცედურა

  • წარდგენილ ნაშრომებს (სტატიები, თარგმანები და ლიტერატურული ჩანახატები) თავდაპირველად განიხილავენ ჟურნალის რედაქტორები რათა შემოწმდეს მათი შესაბამისობა ჟურნალის სტანდარტებთან;
  • ნებადართული ნაშრომები იგზავნება რეცენზენტებთან;
  • სტატიის, თარგმანის ან ლიტერატურული ჩანახატის შეფასებისას, რეცენზენტი წარადგენს ან დადებით ან უარყოფით შეფასებას;
  • უარყოფითი შეფასების მქონე სტატიები, ჩანახატები და თარგმანები გაეგზავნება მეორე რეცეზენტს;
  • გამონაკლის შემთხვევებში, ნაშრომის გამოქვეყნება შესაძლებელია გადაწყდეს მთავარი რედაქტორისა და ჟურნალის სარედაქციო საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით.