ჟურნალის შესახებ

„ფილოლოგია (სტუდენტური ჟურნალი)“ ყოველწლიური სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალია, რომელიც დაფუძნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტში. ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს ფილოლოგიის თანამედროვე  მიმართულებების განვითარებასა და გაფორთოებას, ამასთანავე მისცეს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა წარმოაჩინოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს საკუთარი კვლევა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

აკადემიური სტატიები შესაძლებელია გამოქვეყნდეს შემდეგ მიმართულებებში:

  • ლინგვისტიკა
  • ლიტერატურა
  • თარგმანმცოდნეობა

დამატებით, ნომრებში შესაძლებელია დაიბეჭდოს თარგმანები და ორიგინალური ლიტერატურული ჩანახები, რაც ხელს უწყობს სტუდენტებში შემოქმედებითი წერის პოპულარიზაციას. 

„ფილოლოგია“ ორენოვანი სტუდენტური ჟურნალია, ნაშრომები მიიღება ინგლისურ ან ქართულ ენებზე. ახალი ნომერი ქვეყნდება წელიწადში ერთხელ. ნაშრომთა გამოგზავნის ვადებია 1 ნოემბერი - 31 მარტი.

  • შეფასების ხანგრძლივობა ნაშრომის წარდგენიდან გამოცემამდე: 240 დღე
  • რეცენზირების საშუალო პერიოდია 56 დღე

დაფუძნების წელი: 2024

ღია წვდომის პოლიტიკა და გადასახადი

ჟურნალში მოქმედებს ღია წვდომის პოლიტიკა ბუდაპეშტის ღია წვდომის ინიციატივის ( Budapest Open Access Initiative (BOAI) ) შესაბამისად. ეს გულისხმობს, რომ უფასოა:

  • ნაშრომთა მიღება
  • ნაშრომთა გამოქვეყნება
  • ნაშრომთა გადამუშავება

გამოქვეყნებული ნაშრომების წაკითხვა შესაძლებელია უფასოდ რეგისტრაციის გარეშე.

რედკოლეგია 

სტუდენტური ჟურნალის რედკოლეგია შედგება როგორც ქართველი, ისე უცხოელი წევრებისგან.

ქართველი რეცენზენტები წარმოადგენენ ისეთ უნივერსიტეტებს, როგორებიცაა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის უნივერსიტეტი.

სარედაქციო კოლეგიის უცხოელი წევრები გალათისა(რუმინეთი) და ოპოლის (პოლონეთი) უნივერსიტეტებიდან არიან.