რედაქტორის წინასიტყვაობა (Issue I)
სტუდენტური ჟურნალის “ფილოლოგია” პირველი ნომერი აერთიანებს კვლევებს ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის მიმართულებით და სტუდენტურ თარგმანს.
სტატიაში „პირდაპირი და არაპირდაპირი აგრესიის ენა ქართველ პოლიტიკოსებს შორის“ პლენარული სესიებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების ანალიზის საფუძველზე, ლანა გიორგაძე საინტერესოდ წარმოგვიჩენს, თუ როგორ იყენებენ ქართველი პოლიტიკოსები აგრესიის ენას.
კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ცვლილებების შესწავლა საინტერესოდ განახორციელა დიანა დიასამიძემ კვლევაში: „კოვიდ-19 პანდემიის გავლენა ქართულ ენასა და კომუნიკაციაზე.“
მარი ჟვანიასა და ლიზა ხასაიას სტატია „ინგლისური ენის ბარბადოსული ვარიანტის ლინგვისტური კვლევა“ ფოკუსირდება ინგლისური ენის კონკრეტული ვარიანტის ფონოლოგიურ, გრამატიკულ და ლექსიკურ მახასიათებლებზე, რომელიც მას გამორჩეულსა და თავისებურს ხდის.
სანტერესოდაა განხილული ლივერპულის დიალექტიც ანნა ბარათელის ნაშრომში „ლივერპულის უნიკალური დიალექტის (Scouse) კვლევა“, სადაც ავტორი გადმოგვცემს მოცემული დიალექტის ფონოლოგიურ, ლექსიკურ, უნიკალურ გრამატიკულ მახასაიათებლებს.
ინგა ზადვორნი სტატიაში „აფრიკაანსიდან ინგლისურში ნასესხები რამდენიმე ლექსიკური ერთეულის სემანტიკისთვის“ წარმოგვიდგენს 4 ლექსიკური ერთეულის - apartheid, boer, trek, rooibos ეტიმოლოგიასა და სემანტიკურ მახასიათებლებს. კვლევა გვიჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა მათი თავდაპირველი მნიშვნელობები დროთა განმავლობაში.
ეკა ფუხაშვილის კვლევაში „პოლიტიკური ნეოლოგიზმების მორფოლოგიური ანალიზი ქართულ ციფრულ მედია დისკურსში“ წარმოგვიჩენს ციფრული მედია-დისკურსის როლს როგორც პოლიტიკური ნეოლოგიზმების შექმნაში, ისე მათ გავრცელებაში. ავტორი ასკვნის, რომ ქართველი პოლიტიკოსებიც, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, გამიზნულად იყენებენ ნეოლოგიზმებს სხვადასხვა მიზნით: სათქმელის შესანიღბად, პოტენციურ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის და ცინიზმის გამოსახატავად.
სტატიაში „გენდერული სტერეოტიპების ვერბალური გამოხატვა დისნეის ანიმაციურ ფილმებში“ სალომე ზამბახიძე იკვლევს დისნეის პრინცესების ხაზს, გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც გამოხატულია დისნეის ანიმაციურ ფილმებში და იმ ვერბალურ მახასიათებლებსს, რომლებიც ირეკლავენ ამგვარ დამოკიდებულებას.
ენისა და იდენტობის ურთიერთმიმართებას იკვლევს ცოტნე ღუღუნიშვილი სტატიაში „იდენტობის გამოვლინება ენაში“. ისტორიული მოვლენების, პოლიტიკური ინტერვიუების, ლიტერატურის მაგალითების განხილვით, ნაშრომში წარმოდგენილია იდენტობის ჩამოყალიბების, მისი გამოვლინების პროცესი სხვადასხვა კონტექსტში, ასევე, თუ როგორ მჟღავნდება კულტურული და პოლიტიკური რეალობა ლინგვისტური ხერხებით.
სხვადასხვა ლექსიკური ერთეულების კვლევას ვხვდებით მარიამ იორდანიძის, ლაშა ჩაჩუას, ანი ბუბუტეიშვილის სტატიებში. მარიამ იორდანიძის სტატიაში წარმოდგენილია „ინგლისური ლექსიკური ერთეულის tired და მისი ქართული კორელატების სემანტიკური ანალიზი”. ლაშა ჩაჩუაწარმოგვიდგენს შეპირისპირებით ანალიზს ინგლისური სიტყვის dark და მისი ქართული კორელატებისა, ხოლო ანი ბუბუტეიშვილი კვლევაში „ლექსიკური ერთეულის smart ევოლუცია ინგლისურ ენაში: მტკივნეულიდან ჭკვიანამდე“ წარმოგვიდგენს თუ როგორ მიმდინარეობს სემანტიკური ცვლილებები ენის შიგნით, სიტყვის smart ტრანსფორმირებას მეტაფორული განვრცობისა და კულტურული ცვლილებების მეშვეობით.
ნანი გუჩმაზაშვილის კვლევა „სატირა როგორც პოლიტიკური იარაღი ჯონათან სვიფტის ნოველებში“ აჩვენებს, რომ სვიფტის სარკაზმი და ირონია არ არის უბრალო კომედიური დაცინვა, იგი გამოიყენება როგორც ძლიერი საშუალება საზოგადოებაში არსებული კორუფციის, ფარისევლობის გამოსავლენად.
თამარ გიორგობიანის სტატიაში „თვითასახვა და თეატრალურობა სილვია პლათის „ლედი ლაზარეში““ წარმოჩენილია კონკრეტული ლექსის ანალიზი. ავტორი განიხილავს სხვადასხვა ალუზიას, ავტორის გამოცდილებას, მის ირონიასა და იმას თუ როგორ წარმოგვიდგენს ავტორი ამბავს თეატრალური მანერით.
საინტერესოდაა წარმოჩენილი კვდომის სიმბოლური მოტივი რუსუდან ჯანანაშვილის სტატიაში „სიკვდილის ტრიუმფი ტ.ს. ელიოტის პოემაში „უნაყოფო მიწა“. ავტორი მიზნად ისახავს გაანალიზოს კონკრეტული მოტივი, მისი ხასიათი, ტონი და ქვეტექსტი. კვლევაში წარმოდგენილი და განაალიზებულია სხვადასხვა მითოლოგიური, ლიტერატურული და რელიგიური პარალელი.
ლევან ტოზაშვილის სტატიაში „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის განსახიერება უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონში““ალეგორიული კავშირები შვიდ მომაკვდინებელ ცოდვასთან, ხოლო ნიკა ბაღდოშვილის სტატია „ფემინისტური დისტოპიის დეკონსტრურირება ქერილ ჩერჩილის პიესაში „საუკეთესო გოგოები“ მიზნად ისახავს ამოიცნოს ფემინისტური თვისებები კონკრეტულ ნაწარმოებში. სტატიაში განხილულია თუ როგორ ახერხებს ჩერჩილი შექმნას ფემინისტური დისტოპია ტექსტის ნარატივში.
სტატიაში „უსახელო პროტაგონისტის იდენტობის კრიზისი და მოგზაურობა ტომას სტერნზ ელიოტის „ალფრედ პრიუფრიუკის სივარულის სიმღერაში“ ლიზა ხასაია წარმოგვიჩენს და მიმოიხილავს პოემის ფრაგმენტულ სტრუქტურას, ალუზიებს, რომლებიც მოცემულ ნაწარმოებს გამორჩეულს ხდის.
კვლევაში „ქალური ნარატივი ვირჯინია ვულფის შემოქმედებაში („მისის დელოუეისა“ და „ორლანდოს“ მიხედვით)“ მარიამ კაკალაშვილი განიხილავს კონკრეტული ნაწარმოებებიდან სხვადასხვა მონაკვეთს, სადაც წარმოჩენილია ვულფის შეხედულებები და თეორიები ფემინურობაზე, სექსუალობაზე და ა.შ.
ანი ჭიღვარიასა და ინა ტყეშელაშვილის სტატია „ედგარ ალან პოს „სიჩუმე“ და მისი ქართულად ვერსიის ლინგვისტურ-სტილისტიკური ანალიზი“ ეძღვნება პოს ნაშრომისა და ერეკლე ტატიშვილის ქართული თარგმანს. ავტორები ადარებენ სტილისტიკური ხერხების გადმოტანის სიზუსტეს.
ჟურნალში წარმოდგენილია, ასევე, ლიკა გურულის თარგმანი ვოლგფანგ ბორხერტის მოთხრობისა „მოწყენილი გერანიები“
ჟურნალის რედაქტორი,
ნატო ფერაძე