მისალმება (Issue I)

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი კათედრის კიდევ ერთ საინტერესო წამოწყებას შეესხა ხორცი. დღეს, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტთა ონლაინ ჟურნალის „ფილოლოგია“ პირველმა ნომერმა იხილა დღის სინათლე.

სიხარულს მგვრის ის ენთუზიაზმი და მონდომება, რაც ჩვენმა სტუდენტებმა გამოიჩინეს სტატიებზე მუშაობის დროს. რეცენზენტებისა და რედაქტორების შენიშვნები და შეთავაზებები მყისვე სწორდებოდა. ჟურნალის ამ ნომერში გთავაზობთ ინგლისური ფილოლოგიის სამივე საფეხურის სტუდენტთა ნაშრომებს და თარგმანმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის თარგმანს.

ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტების გარდა, ჟურნალის სარედაქციო საბჭოში ვხედავთ საქართველოს სხვა უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებსაც. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაფართოვდება და, გარდა თსუ-სსტუდენტებისა, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენთან.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ჟურნალის სტატიების ავტორთა ახალგაზრდა ხელმძღვანელებსა და რეცენზენტებს, რომლებმაც არ დაიშურეს მონდომება და პროფესიულითავდადებით მიუდგნენ საქმეს.

განსაკუთრებული მადლობა ჟურნალის რედაქტორებს და ასევე, ჩვენი ჟურნალის ლოგოზე მომუშავეჯგუფს, ჩვენი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ ანანო ენდელაძეს, დოქტორანტ მარინე მახათაძეს და დოქტორანტსა და ჟურნალის რედაქტორს ნატო ფერაძეს; კომპიუტერული მხარდაჭერის ჯგუფს, თსუ-ს სტუდენტებს ლაშა გაგნიძეს, სალომე წიკლაურს და ანა მწითურს.

გზას დავულოცავ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგების პირველ ნაბიჯებს აკადემიურ სამყაროში! მრავალჟამიერ!

პროფესორი მანანა რუსიეშვილი

თსუ ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი