ნაშრომების მიღება - ახალი ნომერი (2026)

2025-11-17

სტუდენტური ჟურნალი ,,ფილოლოგია” აგრძელებს მესამე ნომრისთვის სტატიების, თარგმანებისა და ლიტერატურული ჩანახატების მიღებას. 

კვლევის მიმართულებებია:

-ლინგვისტიკა 

-ლიტერატურა

-თარგმანმცოდნეობა

სტატიების გამოქვეყნება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებს. 

ავტორებს ევალებათ ნაშრომები წარმოადგინონ ხელმძღვანელის თანხმობასთან ერთად (ხელმოწერილი).

აუცილებელია კვლევის სიახლის მითითება და ლიტერატურული წყაროების განხილვა.

ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით იმეილზე: journaltsustudents@gmail.com