ჟურნალში წარმოდგენილი ნაშრომების შეფასება ხდება ორმაგი ანონიმურობის დაცვის პრინციპით, რაც უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობას, გამჭვირვალობასა და ხარისხს.
ავტორებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ნაშრომების ორი ვარიანტი: პირველ ვერსიაშიმითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, ხოლო მეორე ვერსია არ უნდა შეიცავდესნებისმიერი სახის მითითებას კონკრეტული ნაშრომის ავტორის შესახებ.
ანონიმური შეფასება სავალდებულოა, რეცენზენტისთვის მიუწვდომელია ინფორმაციანაშრომის ავტორზე და პირიქით;
ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შედგება ქართველი და უცხოელი წარმომადგენლებისგან, რომლებიც ფლობენ ჟურნალის მოთხოვნების შესაბამის კვალიფიკაციას;
იმ შემთხვევაში თუ ნაშრომის ავტორი რედაქტორის ნათესავი ან სტუდენტია, გადაწყვეტილებებს (რეცეზენტის შერჩევა, ნაშრომის გაგზავნა) იღებს მეორე რედაქტორი.
პროცედურა
წარდგენილ ნაშრომებს (სტატიები, თარგმანები და ლიტერატურული ჩანახატები) თავდაპირველად განიხილავენ ჟურნალის რედაქტორები რათა შემოწმდეს მათი შესაბამისობა ჟურნალის სტანდარტებთან.
ნებადართული ნაშრომები იგზავნება რეცენზენტებთან.
სტატიის, თარგმანის ან ლიტერატურული ჩანახატის შეფასებისას, რეცენზენტი წარადგენს ანდადებით ან უარყოფით შეფასებას.
უარყოფითი შეფასების მქონე სტატიები, ჩანახატები და თარგმანები გაეგზავნება მეორერეცეზენტს.
გამონაკლის შემთხვევებში, ნაშრომის გამოქვეყნება შესაძლებელია გადაწყდეს მთავარი რედაქტორისა და ჟურნალის სარედაქციო საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით.