Self-reflection and Theatricality in Sylvia Plath’s ”Lady Lazarus”
Keywords:
Sylvia Plath, theatricality, self-reflection, American poetry, 'Lady Lazarus'Abstract
გასული საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ამერიკელი პოეტი ქალის, სილვია პლათის შემოქმედება მკვეთრად აშუქებს ავტორისეულ განცდებსა და მენტალურ მდგომარეობას, რაც დღემდე რელევანტურს ხდის მის შემოქმედებას. პლათის ლექსები კონფესიონალური სახისაა და თეატრალურ ხასიათს ატარებს. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოირჩევა ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოცემულ ლექთა კრებულ ‘Ariel’-ში (1965) შესული ‘Lady Lazarus’, რომელიც დღემდე ხიბლავს მკითხველსა თუ კრიტიკოსებს თავისი ენიგმატურობით. აღნიშნულ ლექსში ავტორი ოსტატურად იყენებს ალუზიებსა და სხვა მხატვრულ ხერხებს თეატრალურობის ეფექტის შესაქმნელად. თუმცა ტექსტის გაგება რთულია წინარე ავტობიოგრაფიული დეტალების ცოდნისა თუ აღნიშმული ხერხების დეკოდირების გარეშე. აქედან გამომდინარე აღნიშნული კვლევის მიზანია წარმოვადგინოთ, თუ რამდენად ჰპოვებს ავტორის ბიოგრაფია თვით-ასახვას მოცემულ ლექსში და რა ხდის მას ასე თეატრალურს.
სილვია პლათი, დაბადებული ბოსტონში 1932 წელს იღებს უმაღლეს განათებას წამყვან უნივერსიტეტებში და ქორწინდება ინგლისელ პოეტ ტედ ჰიუზზე. თუმცა, ერთი შეხედვით წარმატებული ცხოვრების მიღმა სილვია პლათს ბავშვობის ტრამვად დარჩა მამის გარდაცვალება, მისი ქორწინებაც ხანმოკლე აღმოჩნდა, რასაც ემატებოდა პოეტის მენტალური პრობლემები (კლინიკური დეპრესია) და სუიციდის მცდელობა. ბიოგრაფიული ფონის გათვალისწინებით ერთი შედეხვით აშკარა ხდება აღნიშნული ლექსის შინაარსი,თუმცა კრიტიკოსები დაობენ, რომ ეს შეიძლება იყოს განზოგადებული აღწერა ერთი ქალის ცხოვრებისეული გამოცდილებისა. მეორე მხრივ გვხვდება, ‘ლედი ლაზარეს’ წმინდა ავტობიოგრაფიულ ტექსტად განხილვა, რომელიც ავტორს არ ანსხვავებს მთხრობელისაგან. თუმცა ჩვენი კვლევის საფუძველზე იქმნება განცდა, რომ ესაა შერწყმა ავტორის პიროვნებისა და განზოგადოებული მთხრობელისა, რაც ბადებს თვით-მითოლოგიურ გმირ ქალს. რაც შეეხება თეატრალურობას, მთხრობელი თითქოს მიჰყვება შექსპირისეულ დოგმას_ ‘სამყარო სცენაა’, ამიტომ თვითმკვლელობის უშედეგო მცდელობა და მისი გამეორებადი სახე მის ცხოვრებას თეატრალურ დადგმად აქცევს, რომელსაც გმირის ცხოვრების ‘მაყურებელი’ ხარბად ეწაფება. სილვია პლათის პოეზიის თეატრალურობას ხაზს უსვამს მისი მეუღლეც, ტედ ჰიუზი მის ჩანაწერებში, როცა ახსენებს რომ პლათის როგორც ცხოვრება, ასევე შემოქმედებაც არქეტიპური დრამაა და თვით-მითოლოგიზებური ქალის სახესთან პირდაპირ კავშირშია.
კვლევის შედეგად ვასკვნით, რომ მხატვრული ხერხების ოსტატური გათამაშებით ავტორმა შექმნა თვით-მითოლოგიზებური გმირი ქალი და ამ გმირშივე ნაწილობრივი, თუმცა არა სრული ასახვა ჰპოვა ავტორის ცხოვრებისეულმა გამოცდილებებმა თუ პირადმა ემოციებმა, შეიქმნა რა საკუთარი ხელწერა შინაგანი თეატრალურობისა. ამან თავისთავად ლექსი აქცია თეატრალურ წარმოდგენად მკითხველისა და კრიტიკოსთათვის რაც დღემდე ინტერესს იწვევს და განხილვის საგანია.
References
Axelrod S. G. (1984). Plath’s Literary Relations: An Essay and an Index to the Journals and Letters Home. Resources for American Literary Study, 14(1-2), 59-84. https://doi.org/10.2307/26366413
Axelrod, S. G. (2000). [Review of Sylvia Plath and the Theatre of Mourning, by C. Britzolakis]. Criticism. 42(4), 481–484. Retrieved from http://www.jstor.org/stable/23124207
Britannica, T. Editors of Encyclopaedia (2024, April 2). Sylvia Plath. Encyclopedia Britannica. https://www.britannica.com/biography/Sylvia-Plath
Britzolakis, C. (1999). Sylvia Plath and the Theatre of Mourning. Oxford English Monographs. Clarendon Press. https://global.oup.com/academic/product/sylvia-plath-and-thetheatre-of-mourning-9780198183730?cc=ge&lang=en&
Ford, M. (2016) [‘Lady Lazarus’ by Sylvia Plath: a close reading]. British Library. https://www.bl.uk/20th-century-literature/articles/a-close-reading-of-lady-lazarus
Plath. S (1965). Lady Lazarus, Poetry Foundation; repr. The Collected Poems, 1981. https://www.poetryfoundation.org/poems/49000/lady-lazarus
Sanghvi A. J. (2013). Cognitive Metaphor Approach to Analysing Potentially SchemaRefreshing Metaphors in Sylvia Plath's "Lady Lazarus". Plath Profiles, 6, 141-154. https://scholarworks.iu.edu/journals/index.php/plath/article/view/4283/3917