შეფასების სისტემა
ჟურნალის შეფასების სისტემა დაფუძნებულია გამჭვირვალე კრიტერიუმებზე.
სტატიის მაქსიმალური შეფასებაა 50 ქულა და არ მიიღება თუ მისი შეფასება 26 ქულაზე ნაკლებია.
სტატიის შეფასების კრიტერიუმებია:
- ნაშრომის შინაარსი - 10 ქულა
ფასდება კვლევის რელევანტურობა და მიზნები.
- ანალიზის სიღრმე და კვლევის ხარისხი - 10 ქულა
ფასდება ანალიზის სიღრმე, აზრის ლოგიკური განვითარება, არგუმენტაცია, სამეცნიერო ლიტერატურის შესაბამისობა/რელევანტურობა.
- მონაცემთა სანდოობა - 10 ქულა
მოწმდება რამდენად ეფუძნება კვლევა პირველად წყაროებს და არის თუ არა მითითებული ყველა წყარო.
- სტრუქტურა და მითითების სტილი - 10 ქულა
ფასდება სტატიის აგებულება და რამდენად იცავს ავტორი APA-ს სტილს.
- შედეგების მნიშვნელობა - 10 ქულა
ფასდება შედეგების მნიშვნელობა, სიახლე და ლოგიკურად წარმოჩენა.
შეფასება:
- 1-25 - უარყოფილია.
- 26-40 - ავტორს ვურჩევთ, გადაამუშავოს სტატია და დაუბრუნოს რედაქტორებს.
- 41-45 - მცირე გადამუშავების შემდეგ ნაშრომი უბრუნდება რედაქციას.
- 46-50 - ნაშრომი მიღებულია ამ სახით.
თარგმანის მაქსიმალური ქულაა 30. ნაშრომი არ მიიღება თუ რეცენზენტის შეფასება 16-ზე დაბალია.
თარგმანის შეფასების კრიტერიუმებია:
- ლექსიკური სიზუსტე - 10 ქულა
მოწმდება: სიტყვათა/ფრაზების თარგმანის სისწორე და სიზუსტე, თავდაპირველი მნიშვნელობა მაქსიმალურად შენარჩუნებულია.
- სინტაქსი და ორთოგრაფია - 10 ქულა
მოწმდება: სინტაქსური მოდელები, წინადადებათა გამართულობა, მართლწერა და პუნქტუაცია.
- სტილის შესაბამისობა - 10 ქულა
მოწმდება: რამდენად არის ასახული ავტორისეული სტილი თარგმანში; ტონისა და სტილის შენარჩუნება, ჟანრთან შესაბამისობა.
შეფასება:
- 1-15 - უარყოფილია.
- 16-20 - მთარგმნელს ვურჩევთ, გადაამუშავოს თარგმანი და ხელახლა წარადგინოს იგი;
- 21-25 - მთარგმნელს ვურჩევთ, მცირე გადამუშავების შემდეგ დაუბრუნოს რედაქციას.
- 26-30 - ნაშრომი მიღებულია ამ სახით.