ფემინისტური დისტოპიის დეკონსტრურირება ქერილ ჩერჩილის პიესაში „საუკეთესო გოგოები“

ავტორები

  • ნიკა ბაღდოშვილი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ქალები, ფემინიზმი, დისტოპია, პატრიარქატი

ანოტაცია

სტატიის მიზანია ამოვიცნოთ ფემინისტურ დისტოპიური თვისებები ქერილ ჩერჩილის პიესაში „ საუკეთესო გოგები“. სტატიაში განვიხილავთ თუ როგორ ახერხებს პიესის ავტორი შექმნას ფემინისტური დისტოპია ტექსტის ნარატივში. ჩემი მსჯელობა დაფუძნებულია ტექსტის ანალიზზე და ამ თემაზე გამოქვეყნებული ნაშრომებზე. სასცენო მიმართულებებით, დიალოგებითა და გმირების ურთიერთქმედებებზე დაყრდნობით ჩემი სტატია განიხილავს როგორ ახერხებს ჩერჩილი თეატრალური ხერხების საშუალებით შექმნას სივრცე, რომელშიც ქალებს შეთვისებული აქვთ პატრიარქატი. გარდა ამისა, სტატია ყურაღებას აქცევს პიესის სოციო-პოლიტიკურ კონტექსტს და განიხილავს თუ როგორი ზეგავლენა იქონია 1980-იან წლებში ბრიტანეთში გავრცელებულმა ტეტჩერიზმა პიესაზე და ზოგადად ქალების მოლოდინზე.სტატია გვიჩვენებს ფემინისტური დისტოპიის განსხვავებულ ფორმას პიესაში, რომლის საკვანძო პრობლემა თავად ქალები გახლავთ. ერთის მხრივ პიესაში წარმოდგენილი პერსონაჟები, ჩანან როგორც თვითკმარი და დამოუკიდებელი ქალები, რომლებმაც „წარმატებას“ მიაღწიეს პატრიარქატის მიუხედავად, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი არიან ქალები, რომლებიც კი არ ებრძოდნენ პატრიარქატს, როგორც ამას ფემინიზმი მოითხოვს, არამედ ისწავლეს მისთან თანარსებობა და სათავისოდ გამოყენება.სტატის მნიშვნელობა ჩანს მის წინასწარ მეტყველურ ხასიათში გამოიხატება. ბრიტანეთში 1970 და 1975 წელს მიღებულმა კანონებმა ხელი შეუწყო ქალების დასაქმებას, რასაც 1980-იან წლებში ფემინისტური მოძრაობის მეორე ტალღა მოჰყვა, რამაც ფემინიზმის თემა კვლავ ყურადღების ქვეშ მოაქცია. ქერილ ჩერჩილმა ოსტატურად მოახერხა ფემინიზმში დამალული პრობლემის აღმოჩენა და ეს პიესაც სწორედ ამ პრობლემის წარმოჩენას მიუძღვნა.

ავტორის ბიოგრაფია

  • ნიკა ბაღდოშვილი

    ნიკა ბაღდოშვილი ინგლისური ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტია, რომელსაც ღრმა ინტერესი გააჩნია ინგლისური ენის შესწავლისა და ამ სფეროს კვლევისა. იგი იმედოვნებს, რომ წარმატებას მიაღწევს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ამ დარგში.

წყაროები

Bammer, A. (1991). Partial visions:Feminism and Utopianism in the 1970s. New York: Routledge.

Betsko, K., & Koenig, R. (1987). interviews with Contemporary Women Playwrights. New Tork: Quill-Beech Tree Books.

Brown, J. (1988). "Caryl Churchill's Top Girls Catches the Next Wave.". Caryl Churchill: A casebook, 117-129.

Churchill, C. (1991). Top Girls. London: Methuen London.

Folkeson, M. (2017). Caryl Churchill’s Dystopian Femininity: Seven Plays from 1971 to 2016. Reprosentralen, Universitetet i Oslo.

Pfaelzer, J. (Nov 1998). Science Fiction Studies, Vol. 15, No. 3, 282-294.

Sharon, A. (1996). Feminist Vision and Audience Response: Tracing the Absent Utopia in Caryl Churchill’s Top Girls. Utopian Studies, 7(1), 86-102.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-17

როგორ უნდა ციტირება

ფემინისტური დისტოპიის დეკონსტრურირება ქერილ ჩერჩილის პიესაში „საუკეთესო გოგოები“. (2024). ფილოლოგია (სტუდენტური ჟურნალი), 1, 9. https://philology.tsu.ge/philology/article/view/64