ქალური ნარატივი ვირჯინია ვულფის შემოქმედებაში (“მისის დელოუეისა” და “ორლანდოს” მიხედვით)

ავტორები

  • მარიამი კაკალაშვილი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ვირჯინია ვულფი, ქალური ნარატივი, ფემინიზმი, ორლანდო, მისის დელოუეი

ანოტაცია

ინგლისელი მოდერნისტი მწერლის - ვირჯინია ვულფის შემოქმედების ერთ - ერთ მთავარ თემას წარმოადგენს გენდერის განხილვა, როგორც ქალურ, ისე მასკულინურ ჭრილში. მისი ორი უმნიშვნელოვანესი რომანი - “მისის დოლოუეი” (1925) და “ორლანდო” (1928), თუმცა სრულიად განსხვავებული სიუჟეტი აქვთ, სწორედ გენდერული თემატიკით უკავშირდებიან ერთმანეთს. ამ უკანასკნელში იკვეთება გენდერული ბინარულობის უგულვებელყოფა, ხოლო “მისის დოლოუეი” მეტწილად განიხილავს ქალურ საწყისებს, როგორც ქალ, ისე მამაკაც პერსონაჟებში.

ვირჯინია ვულფის რომანებში სახასიათოა ქალური ნარატივი, რომელიც აგებულია სქესის გენდერულ აღქმაზე და არა ფემინისტურ მიდგომებზე. სწორედ ეს, გენდერული და არა ფემინისტური მოტივებით განხილული ქალთა ცხოვრება და უმთავრესად ქალური საწყისები, აქცევს “მისის დოლოუეისა” და “ორლანდოს” გენდერის კვლევებისათვის მნიშვნელოვან ნაწარმოებებად.

წინამდებარე ნაშრომი კონცენტრირდება სწორედ ამ რომანების მიერ შემოთავაზებულ მოსაზრებებზე გენდერის შესახებ. განხილული იქნება ქალური და მასკულინური საწყისები “მისის დოლოუეისა” და “ორლანდოში”, ვირჯინია ვულფის თვალით დანახული “სრულყოფილი ადამიანი” და, ყველაზე მნიშვნელოვანი - ვულფის ქალური ნარატივის მახასიათებლები. მნიშვნელოვანია რომანების ცალ - ცალკე გააზრება, რათა მათში გამოყენებული ქალური ნარატივის მახასიათებლები და სხვა ჩამოთვლილი კომპონენტები უკეთ გამოიკვეთოს.

ავტორის ბიოგრაფია

  • მარიამი კაკალაშვილი

    მარიამ კაკალაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. დაინტერესებულია მოდერნისტული ლიტერატურისა და გენდერის შესწავლის საკითხების კვლევით. ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი გაატარა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში, ესპანეთში.

წყაროები

ვულფი, ვ. (2012). მისის დელოუეი. თარგმანი: ძნელაძე, გ. გამომცემლობა პალიტრა L, თბილისი.

ვულფი, ვ. (2018). ორლანდო. თარგმანი: დუმბაძე, ლ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი.

Woolf, V. (2004). A room of one's own. Penguin Books.

Kelsey, M. E. (1931). Virginia Woolf and the She-Condition. The Johns Hopkins University Press.

Hastings, S. (2008). Sex, Gender, and Androgyny in Virginia Woolf's MockBiographies “Friendships Gallery” and “Orlando”. ETD Archive. 520.

Ronchetti, A. (2004). The Artist, Society and Sexuality in Virginia Woolf’s Novels.

Littleton, J. (1995). Mrs. Dalloway: Portrait of the Artist as a Middle-Aged Woman. Duke University Press.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-17

როგორ უნდა ციტირება

ქალური ნარატივი ვირჯინია ვულფის შემოქმედებაში (“მისის დელოუეისა” და “ორლანდოს” მიხედვით). (2024). ფილოლოგია (სტუდენტური ჟურნალი), 1, 10. https://philology.tsu.ge/philology/article/view/67