სიყვარული და ილუზია აირის მერდოკის რომანში „შავი პრინცი“

ავტორები

  • ცოტნე ღუღუნიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ილუზია, სიყვარული, ხელოვნება, ეგო, მორალურობა

ანოტაცია

აირის მერდოკის „შავი პრინცი’’ არის რომანი, რომელშიც სიყვარული ილუზიად გარდაიქმნება. პერსონაჟებისთვის სიყვარული არა ემპათიის აქტი ან მორალური კავშირი, არამედ პირადი სურვილების, დაუცველობისა და ფანტაზიების პროექციაა. მერდოკი გვიჩვენებს როგორ მოქმედებს ხელოვნება და სიყვარული, როგორც სარკე, რომლის მეშვეობითაც ადამიანები საკუთარი თავის დანახვას ცდილობენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც ვერ აღიქვამენ თავიანთ შინაგან ბუნებას. ამასთანავე, აღარც ჭეშმარიტება წარმოადგენს საერთო, ობიექტურ რეალობას.

რომანის რთული ნარატიული სტრუქტურა, რომელსაც თან ახლავს წინასიტყვაობა და ბოლოსიტყვაობა, ეჭვქვეშ აყენებს ნებისმიერი პერსპექტივის სანდოობას. შედეგად, მკითხველი გვევლინება მტკიცებულებების გარეშე დარჩენილ დეტექტივად, რომელმაც ავტორის მიერ აგებული თხრობის ქსელით უნდა იხელმძღვანელოს და გამოიკვლიოს პერსონაჟთა შინაგანი სამყარო ჭეშმარიტების დასადგენად. მერდოკი ჭეშმარიტების არასანდოობასა და ბუნდოვანებას წარმოაჩენს არა მხოლოდ როგორც ნარატიულ ხერხს, არამედ როგორც ღრმა ეთიკურ საკითხს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მერდოკი შეგნებულად შლის ზღვარს რეალობასა და ილუზიას შორის, როგორც ხელოვნებაში, ისე ადამიანურ ურთიერთობებში. მისი პერსონაჟები ფანტაზიას მორალური პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად იყენებენ და ხშირად იდეალებს ამოფარებულნი იღებენ ეგოთი და შიშით მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. რომანი, საბოლოო ჯამში, გვიჩვენებს, რომ მორალური მარცხი გამომდინარეობს ადამიანის უუნარობისგან ჩასწვდეს მოვლენებს საკუთარი თავის მიღმა. „შავ პრინცში’’ ილუზია არა მხოლოდ თემა, არამედ საფუძველია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება სიყვარულის, ხელოვნებისა და იდენტობის აღქმა.

ავტორის ბიოგრაფია

  • ცოტნე ღუღუნიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ლიტერატურის მოდულის მეორე კურსის მაგისტრანტი. დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სტუდენტი ექსპერტის სტატუსით. ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი გაატარა ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში, იტალიაში. ამჟამად დასაქმებულია სკოლაში ინგლისურის მასწავლებლის პოზიციაზე.

წყაროები

Antonaccio, M. (2000). Picturing the Human: The Moral Thought of Iris Murdoch. Oxford University Press.

Antonaccio, M. (2012). A Philosophy to Live By: Engaging Iris Murdoch. Oxford University Press.

Murdoch, I. (2003). The Black Prince. Penguin Classics.

Murdoch, I. (2014). The Sovereignty of Good. Routledge.

Sartre, J.-P. (2007). Existentialism is a humanism.

Verma, R. (2021). Critique of Modern Moral Philosophy in Iris Murdoch’s Novels: A Philosophical and Literary Exploration. International Journal of Creative Research Thoughts (IJCRT).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-07-17

როგორ უნდა ციტირება

სიყვარული და ილუზია აირის მერდოკის რომანში „შავი პრინცი“. (2025). ფილოლოგია (სტუდენტური ჟურნალი), 2. https://philology.tsu.ge/philology/article/view/90