უსახელო პროტაგონისტის იდენტობის კრიზისი და მოგზაურობა ტომას სტერნზ ელიოტის “ალფრედ პრიუფრიოკის სიყვარულის სიმღერაში”

ავტორები

  • ლიზა ხასაია ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ტ.ს ელიოტი, მოდერნიზმი, სიყვარულის სიმღერა, იდენტობის კრიზისი, ქალაქი, მოგონება, სტილი

ანოტაცია

ტომას სტერნზ ელიოტის პოემა, “ალფრედ პრიუფროკის სიყვარულის სიმღერა”, მოდენიზმის შედევრად ითვლება. ნაწარმოები, რომელიც თანამედროვეობის ქაოტურობასა და კომპლექსურობას, თავისივე ფრაგმენტული სტრუქტურითა და არასწორხაზოვანი სიუჟეტური წყობით გამოხატავს, ნაცნობ განცდებს აღძრავს მკითხველში. იგი სულაც არ შეეფერება “სიყვარულის სიმღერის” დეფინიციას და სავსეა თემებით, როგორიცა იდენტობის კრიზისი, ეჭვი, პასიურობა, ქვეცნობიერი სამყარო და ა.შ. ეს ტექსტის დატვირთულ ალუზიურ სახესთან და ელიოტის გამორჩეულ წერის კომპლექსულ მანერასთან ერთად, პოემის მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ნაწარმოები უსახელო პროტაგონისტს, პრუფრიოკს, ეხება, რომელიც კონცენტრირდება წარსულზე, უგულებელყოფს აწმყოს და ფიქრობს მხოლოდ მომავალზე. იგი იტანჯება იდენტობის კრიზისით და ტექსტში მისი ‘უსახელობაც’ ამას უსვამს ხაზს. კრიზისის გადაჭრის გზად იგი ან ახალ საწყისებს ხედავს, როგორც ლაზარე, ან ცხოვრების ოფელიასეულ დასასრულს. მას მუდმივი შიში ახლავს თან, რაც მის ინდივიდუალიზმს აფერმკრთალებს და იდენტობის კრიზისის საწყისი ხდება. ჰამლეტის ეგზისტენციალური კითხვის მსგავსად, პრუფრიოკიც იტანჯება კითხვით, გაბედოს თუ არა, თუმცა რუტინულ ცხოვრებაში ჩაძირულმა ადამიანმა, რომელიც ცხოვრებას ყავის კოვზებით ზომავს, ძნელია გადადგას ნაბიჯი, რომელიც ცვლილებას გამოიწვევს. აბსტრაქტულ ქალაქში/ქვეცნობიერში მოხეტიალე პროტაგონისტისთვის აწმყო და წარსული ერთმანეთშია აღრეული და მას იპყრობს სინანულის შეგრძნება. ამრიგად, წარსულში დაკარგული, მომავალს ეძებს და აიგნორებს აწმყოს, იმ იმედით, რომ სწორი დრო დადგება. პოემა მასში დამალული იდეებით, რთული სტრუქტურითა და თემებით თითქოს რთული აღსაქმელია მკითხველისთვის, თუმცა მაინც ნაცნობი, ვინაიდან გამოხატავს თანამედროვე ადამიანის მრავალფეროვან და კომპლექსურ ბუნებას. 

წყაროები

Snyder, M.S. (2015). "The Love Song of J. Alfred Prufrock'' as Teenaged Wasteland (pp. 1-2). San Francisco State University, California. Retrieved from: https://scholarworks.calstate.edu/downloads/6t053h757

Dalli, E. (2023). The Love Song of J. Alfred Prufrock by T.S. Eliot [Poem Analysis]. Retrieved from: https://poemanalysis.com/t-s-eliot/the-love-song-of-jalfred-prufrock/

Deyab, M.S. (2021). Dante’s Influence on T.S. Eliot. Transcultural Journal for Humanities and Social Sciences (TJHSS), p. 28-32. Retrieved from: https://journals.ekb.eg/article_217282_bb370e7faa786d7575150daa34c8e44d.pdf

Eliot, T.S. (June 1915). The Love Song of J. Alfred Prufrock. Poetry Foundation. Retrieved from: https://www.jstor.org/stable/pdf/20570428.pdf

Lowi, M., & Sayre, R. (2001). Romanticism against the Tide of Modernity. Duke University Press. Retrieved from: https://rb.gy/i8l9h

Şen, S. (2019). The Psychogeography of T.S. Eliot's City Poems. Retrieved from: https://dergipark.org.tr/en/download/article-file/215379

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-17

როგორ უნდა ციტირება

უსახელო პროტაგონისტის იდენტობის კრიზისი და მოგზაურობა ტომას სტერნზ ელიოტის “ალფრედ პრიუფრიოკის სიყვარულის სიმღერაში”. (2024). ფილოლოგია (სტუდენტური ჟურნალი), 1, 6. https://philology.tsu.ge/philology/article/view/51

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.