ჟურნალის შესახებ

ფილოლოგიის სტუდენტური ჟურნალი გამოდის წელიწადში ერთხელ და დასაშვებია სპეციალური ნომრის გამოშვებაც. ძირითადი მიმართულებებია: ლინგვისტური კვლევები, თარგმანმცოდნეობის კვლევები, ლიტერატურული კვლევები და სტუდენტთა მიერ შესრულებული თარგმანები.

ჟურნალი მიზნად ისახავს,  მისცეს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტს საშუალება წარმოაჩინოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს საკუთარი კვლევა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა და ახალბედა მკვლევართა ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

განცხადებები

ნაშრომების მიღება - ახალი ნომერი (2026)

2025-11-17

სტუდენტური ჟურნალი ,,ფილოლოგია” აგრძელებს მესამე ნომრისთვის სტატიების, თარგმანებისა და ლიტერატურული ჩანახატების მიღებას. 

კვლევის მიმართულებებია:

-ლინგვისტიკა 

-ლიტერატურა

-თარგმანმცოდნეობა

სტატიების გამოქვეყნება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებს. 

ავტორებს ევალებათ ნაშრომები წარმოადგინონ ხელმძღვანელის თანხმობასთან ერთად (ხელმოწერილი).

აუცილებელია კვლევის სიახლის მითითება და ლიტერატურული წყაროების განხილვა.

ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით იმეილზე: journaltsustudents@gmail.com 

 

წაიკითხეთ მეტი ნაშრომების მიღება - ახალი ნომერი (2026)

მიმდინარე გამოცემა

No. 2 (2025): ფილოლოგია (სტუდენტური ჟურნალი)
					ნახვა No. 2 (2025): ფილოლოგია (სტუდენტური ჟურნალი)
გამოქვეყნებული: 2025-07-17

სტატიები

ლიტერატურული ჩანახატები

ყველა გამოცემის ნახვა