ვაჟა-ფშაველას ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმის” სტილისტური ხერხების შედარებითი ანალიზი ინგლისურ და ქართულ ენებს შორის

ავტორები

  • ანნა ბარათელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

Vazha-Pshavela, cosmopolitanism and patriotism, linguistic and cultural differences, values, translation, comparison, metaphor, epithet, hyperbole, antithesis

ანოტაცია

ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ წარმოადგენს ღრმა მსჯელობას ეროვნული ერთგულებისა და კოსმოპოლიტიზმის მსოფლიო მოქალაქეობის იდეოლოგიის დინამიკურ ურთიერთობებზე. ეს ტექსტი, რომელიც 20-ე საუკუნის დასაწყისშია დაწერილი, ასახავს ავტორის დამოკიდებულებას პატრიოტიზმის მიმართ, მაგრამ ასევე არ უარყოფს სხვა ქვეყნის სიყვარულს. ეს პუბლიცისტური წერილი ემოციურ ინტენსივობასა და ფილოსოფიურ აზროვნებას აერთიანებს, რომელიც მკითხველს სთავაზობს კულტურული განსხვავებულობების პატივისცემას და გლობალური ღირებულებების გაზიარებას.

სტილისტური ხერხების გამოყენება მწერლებისათვის დამახასიათებელია, ვინაიდან ისინი ეხმარებიან ემოციის, დამოკიდებულებისა და აზრის დაფიქსირებაში. ამ მხრივ, არც ვაჟა-შფაველაა გამონაკლისი. ვაჟა-ფშაველა თავის პუბლიცისტურ წერილში იყენებს სხვადასხვა სტილისტურ ხერხებს, რათა ჩასწვდეს ტექსტის ემოციურ და ფილოსოფიურ სიღრმეს. მეტაფორა, ანტითეზისი, ეპითეტი, რიტორიკული შეკითხვა და სხვა, არამარტო უნიკალური ნაწარმოების შექმნას უწყობს ხელს, არამედ ზუსტად გამოხატავს ავტორის დამოკიდებულებასა და აზრს.

,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმის" ინგლისურად თარგმნა მოითხოვს არა მხოლოდ ენის ცოდნასა და შინაარსის ანალიზს, არამედ სტილისტური მახასიათებლების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას. სტატია განიხილავს როგორ არის შენარჩუნებული, შეცვლილი ან გამოტოვებული სტილისტური ხერხები და მათი არსი ინგლისურ ენაზე. ყურადრება გამახვილებულია თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ენამ და მისთვის დამახასიათებელმა გამომსახველობითმა საშუალებებმა თარგმანის სტრუქტურა და შინაარსი.

ავტორის ბიოგრაფია

  • ანნა ბარათელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ანნა ბარათელი არის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი. მას უკვე გამოქვეყნებული აქვს სტატია ,,ლივერპულის უნიკალური დიალექტის (Scouse) კვლევა” და მონაწილეობდა არაერთ სამეცნიერო კონფერენციაში. იგი დაინტერესებულია ლინგვისტიკით.

წყაროები

ვაჟა-ფშაველა. (1905). კოსმოპოლიტიზმი და პატიროტიზმი. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ბმული: https://www.amsi.ge/istoria/div/kosmopolitizmi.html

Fowler, R. (1986). Linguistic criticism. Oxford University Press.

Pshavela, V. (2016, October). Cosmopolitanism and patriotism (R. R. Gould, Trans.). Asymptote. https://researchinformation.bris.ac.uk/ws/portalfiles/portal/90452374/Cosmopolitanism_and_Patriotism_Asymptote.pdf

Rusieshvili, M., Dolidze, R., & Totibadze, S. (2022). The course of stylistics: The reader for the seminars. Tbilisi. file:///C:/Users/User/Desktop/stylistics/Stylistics.pdf

Toury, G. (1995). Descriptive translation studies – and beyond. John Benjamins.

Verdonk, P. (2002). Stylistics. Oxford University Press.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-07-17

გამოცემა

სექცია

სტატიები

კატეგორიები

როგორ უნდა ციტირება

ვაჟა-ფშაველას , კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმის” სტილისტური ხერხების შედარებითი ანალიზი ინგლისურ და ქართულ ენებს შორის. (2025). ფილოლოგია (სტუდენტური ჟურნალი), 2. https://philology.tsu.ge/philology/article/view/86

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.