The Triumph of Death in T. S. Eliot’s poem “The Waste Land”
Keywords:
T. S. Eliot, The Waste Land, ModernismAbstract
ტ. ს. ელიოტის „უნაყოფო მიწა“ მოდერნისტული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ნაწარმოებია, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც პოეტურ ფორმაში შემოტანილი სიახლეებით, ისე სხვადასხვა პრობლემატური საკითხის, მათ შორის, სტერილური ეროტიზმის, მორალურ ღირებულებათა კრიზისის, მათი თანმდევი უნაყოფობის, უიმედობის, ხსნის შეუძლებლობისა და ამ ყველაფრის საბოლოო შედეგის, კვდომის ესთეტიკის წამოჭრითა და თანამედროვეობის კონტექსტში განხილვით.
სტატიის მიზანია, გააანალიზოს კვდომის სიმბოლური მოტივი „უნაყოფო მიწაში“, კერძოდ, მისი ხასიათი, ტონი და ქვეტექსტი. ამის საფუძველზე კი წარმოჩინდება, თუ რას გულისხმობს მისი ტრიუმფი. სიკვდილი, როგორც ლაიტმოტივი, მოდერნისტული ლიტერატურის თანმდევია და მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი სულიერი კრიზისის შინაგან ბუნებას ასახავს. პოემის მიხედვით, ადამიანთა საყოველთაო დაკნინების მიზეზი ღირებულებათა ნიველირებაა. ამდენად, „უნაყოფო მიწაში“ სიკვდილის ტრიუმფი ინტერპრეტირდება, როგორც ამორალური არსებობის განუყოფელი ნაწილი.
სტატიაში ასევე გაანალიზებულია სხვადასხვა ასოციაციური პარალელი (მითოლოგიური, ლიტერატურული და რელიგიური რეფერენციები), რომელთაც ელიოტი შეგნებულად გარდაქმნის პოემის სტრუქტურის ორგანულ ნაწილად და ამრიგად, კვდომის შინაგან ხასიათს გამოკვეთს. კერძოდ, „უნაყოფო მიწაში“ პაროდიულად ტრანსფორმირდება ლეგენდა წმინდა გრაალზე და „გამხმარი ძვლების ველის ხილვის“ (ეზეკიელი 37:1-14) ბიბლიური სიუჟეტი, რითიც ხაზი ესმევა როგორც უიმედობასა და ხსნის არარსებობას, ისე – ცხოვრების არსისა და მაღალი იდეალების ძიების აბსურდულობას. პოემაში უნაყოფობის სიმბოლო, ამასთან ერთად, გრაალის პაროდირებული მაძებელი უსინათლო წინასწარმეტყველი, ტირესიაა, რომელიც ასოციაციურად კუმეს სიბილას, მისი სახით კი ისეთ არსებობას უკავშირდება, რომელიც გაჭიანურებულ კვდომას, სიცოცხლეშივე სიკვდილს განასახიერებს. გარდა ამისა, ფილომელას გაუპატიურების სცენაზე მინიშნებასთან ერთად ოფელიას სიგიჟის სცენისა და ქალღმერთ დიანასა და აქეტონის შეხვედრის პაროდირება ადამიანის სულიერი კრიზისის კიდევ უფრო ნათელი ამსახველია. პოემის ასეთი სიუჟეტური განვითარება კი საბოლოოდ ეხმიანება მე-20 საუკუნის გადაფასებული ესთეტიკის გამოსახვასა და მისი ახალი, მოდერნისტული პოეტიკის კრიზისულ ჭრილში წარმოდგენას.
References
Alighieri, D., (2002). The Divine Comedy. Volume 1: Inferno. https://www.goodreads.com/book/show/19155
Eliot, T. S., (2001). The Waste Land and Other Writings. https://salinaspubliclibrary.overdrive.com/media/256747
Fox, M. V., (1980). The Rhetoric of Ezekiel’s Vision of the Valley of the Bones. Hebrew Union College Annual, Vol. 51, 1–15. http://www.jstor.org/stable/23507676
Frank, A. P., (1990). The Waste Land: A Drama of Images. In S. Bagchee (ed.), T.S. Eliot: A Voice Descanting (pp. 28-48). The Macmillan Press Ltd. https://doi.org/10.1007/978-1-349-10104-7
Frye, N., (1963). Unreal City. In A. N. Jeffares (ed.), T. S. Eliot (pp. 48-71). Oliver and Boyd Ltd. https://archive.org/details/tseliot0000frye
Fuller, D., (2011). Music. In J. Harding (ed.), T. S. Eliot in Context (pp. 134-143). Cambridge University Press. https://doi.org/10.1017/CBO9780511973673
Harding, D. W., (1974). What the Thunder Said. In A. D. Moody (ed.), The Waste Land in Different Voices (pp. 15-28). Billing & Sons Ltd. https://archive.org/details/wastelandindiffe0000unse
Jones, F., (1966). T. S. Eliot Among the Prophets. American Literature, Vol. 38, No. 3, 285–302. https://doi.org/10.2307/2922902
Kirk, R., (2008). Eliot and His Age: T. S. Eliot’s Moral Imagination in the Twentieth Century. ISI Books. https://www.goodreads.com/book/show/2825558-eliot-and-his-age
Kobakhidze, T., (2015). T.S. Eliot and the Aesthetics of High Modernism. Tbilisi: Universali Publishing.
Murphy, R. E., (2007). Critical Companion to T. S. Eliot: A Literary Reference to His Life and Work. Infobase Publishing. https://books.google.ge/books/about/Critical_Companion_to_T_S_Eliot.html?id=t hqU29nSVgUC&redir_esc=y