შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის განსახიერება უილიამ გოლდინგის „ ბუზთა ბატონში “
საკვანძო სიტყვები:
გოლდინგი, მოდერნიზმი, ცოდვა, დეონები, ცნობიერება, საზოგადოებაანოტაცია
მოცემულ სტატიაში განხილულია უილიამ გოლდინგის რომანი „ბუზთა ბატონი“, რომელიც პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ეპოქაში რომანტიზმისთვის დამახასიათებელ ღირებულებებს - ინდივიდუალიზმს, ბავშვურ მანკიერებას, ემოციურ ფონსა და პროგრესისადმი კრიტიკას წინა პლანზე წევს. ზემოხსენებულის მეშვეობით იხსნება ერთგვარი კარიბჭე საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ომიანობის კვალობაზე მორალურად დაცემულია და შვებას ვერაფერში პოულობს. „ბუზთა ბატონი“ მისი მთელი არსით წარმოადგენს სამყაროს ბნელი ნაწილის ალეგორიულ სახეს, რომელიც უკვდავია და ნებისმიერ წამს შეიძლება აბსოლუტური გახდეს. ამრიგად, მოცემული სტატიის მიზანია გოლდინგის მიერ ტექსტში უკანა ფონზე ჩამოყალიბებული ჩარჩოებში მოქცეული იდეების გახსნა და მათი ალეგორიული კავშირის დადგენა შვიდ მომაკვდინებელ ცოდვასთან, რომელთა მთავარი დანიშნულებაა წარმოადგინონ ჯერ კიდევ გამოუცდელობის ეტაპზე მყოფი საზოგადოების ქვეცნობიერის არასტანდარტული განვითარების პროცესი. განვითარება, ამ შემთხვევაში, ირონიულია, რადგან იგი რეგრესული ხასიათისაა. მასში მოიაზრება პერსონაჟებში პირველყოფილური ხასიათის, სისასტიკისა და ქვეცნობიერში ჩაბუდებული სიბოროტის გამოვლინება, რომლის განვითარების საბოლოო ეტაპამდე მისვლა გარე ფაქტორების მიერ არის უზრუნველყოფილი. სტატიის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანია მოყვანილი ცოდვებისა და მათთან ასოცირებული დემონების პერსონაჟებთან და რომანში არსებულ მოვლენებთან დაკავშირება და განხილვა, რაც ნაწილობრივ დაგვეხმარება გავშიფროთ მალული თემები, რომლებიც იმდროინდელი საზოგადოებისთვის კარდინალური მნიშვნელობის მატარებელი იყო. ადამიანის ზნეობა, მენტალური სიძლიერე, მორალი და ემოციური მდგრადობა ტექსტში წარმოადგენენ თვისებებს, რომლებიც მეტწილად ახერხებენ ზემოხსენებული კატასტროფის ჩარჩოებში მოქცევასა და მის დაბრკოლებას - თუმცა რა მოხდება, თუ საზოგადოებას არ ექნება ხსენებული ღირებულებები? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის დისტოპიურ ვარიანტს გვთავაზობს გოლდინგი. ავტორის მიერ შექმნილი მინიატურული საექსპერიმენტო საზოგადოების მთავარ მანიპულატორად გვევლინება ხორცშესხმული ცოდვა, რომელიც რამდენიმე ინდივიდის ქვეცნობიერში მყისიერად იდგამს ფესვს, რის შემდეგაც იგი მესამე პირი ხდება და სხვა პერსონაჟებზე უკვე მალულად მოქმედებს. ყველაფერი ბუნებრივია ზრდადია და დაწესებულ კანონებსა და მის ფარგლებს არ ექვემდებარება. ამ ზრდას გარკვეულ კონტექსტში გარე-ფაქტორები უწყობს ხელს, რასაც საბოლოოდ, სავალალო შედეგამდე მივყავართ და გვაფიქრებინებს, რომ იმდროინდელი ომგამოვლილი საზოგადოება პირველცოდვით გაჟღენთილი ედემის ბაღის რეინკარნაციაა.
წყაროები
Colón.S information about the seven deadly sins/demons https://www.britannica.com/topic/seven-heavenly-virtues
Gaur.A information about Cain - https://www.britannica.com/biography/Cain-biblicalfigure
Golding.W.(1954). Lord of the Flies. Penguin classics: deluxe edition (November 15, 2016)
Holmbergh.D. (1990). Child devouring demons: childhood vulnerability and the relations of humans to the demonic retrieved from: https://digitalcommons.macalester.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1243&context=hi malaya
Information about Beelzebub retrieved from: https://www.britannica.com/search?query=beelzebub
Kuiper.K Modernism in literature - https://www.britannica.com/art/Modernism-art
Milton.J.(1667). Paradise Lost. Penguin classics; 1 st edition (April 29, 2003)
Matthias.M information about Romanticism retrieved from: https://www.britannica.com/art/Romanticism
Owczarek.O information about medieval Christianity https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/23821425/