გენდერული ტერმინოლოგიის სემანტიკური განვითარება ინგლისურ ლექსიკონებში
საკვანძო სიტყვები:
გენდერის ტერმინოლოგია, სემანტიკური ევოლუცია, განმარტებითი ლექსიკონიანოტაცია
სტატია იკვლევს ხუთი მნიშვნელოვანი გენდერული ტერმინის თანასწორობა , დისკრიმინაცია , პატრიარქატი , ფემინიზმი და მიზოგინია სემანტიკურ ევოლუციას. კვლევა ეფუძნება ამ ტერმინების განმარტებებს ისტორიულ ლექსიკონებში (Samuel Johnson’s 1755 Dictionary of the English Language, Noah Webster’s 1828 An American Dictionary of the English Language), the comprehensive Oxford English Dictionary (OED) და თანამედროვე სპეციალიზებულ რესურსს (the UN Women Training Centre’s Glossary of Gender Equality), ეს კვლევა მიყვება სემანტიკური კომპონენტების ცვლილებას და ამ ტერმინების გენდერულ ჩარჩოში ყოფნა ან არყოფნას. შედეგები აჩვენებს აშკარა ტრაექტორიას: ადრეული ლექსიკოგრაფიული განმარტებები ამ ტერმინებს ხშირად ნეიტრალურად და არაგენდერული კუთხით წარმოაჩენდნენ, რაც იმდროინდელ საზოგადოებრივ ნორმებს ასახავდა, როცა გენდერული უთანასწორობა დიდწილად შუესწავლელი იყო. მეორეს მხრივ, თანამედროვე განმარტებები — განსაკუთრებით სპეციალიზებულ ლექსიკონებში, ამ ტერმინებს ღიად აყენებენ გენდერულ ჩარჩოებში და ადამიანის უფლებების დისკურსში, ხოლო OED ხშირად ასახავს შუალედურ ევოლუციურ ეტაპებს. ეს დიაქრონული ანალიზი ასკვნის, რომ შერჩეული გენდერული ტერმინები დროთა განმავლობაში უფრო სპეციფიური და გენდერულად გაცნობიერებული მნიშვნელობებით დამკვიდრდნენ, რაც ასახავს საზოგადოების ცვალებად დამოკიდებულებებსა და გენდერული თანასწორობის დისკურსის განვითარებას.
წყაროები
Müller-Spitzer, C. (2023). Gender stereotypes in dictionaries: The challenge of reconciling usage-based lexicography with the role of dictionaries as social agents. Lexikos, 33(2), 79–94. https://doi.org/10.5788/33-2-1843
Noah Webster. (1828). American Dictionary of the English Language. https:// webstersdictionary1828.com/
Oxford University Press. (1884). OED. https://www.oed.com/
Samuel Johnson. (1755). A Dictionary of the English Language. https:// johnsonsdictionaryonline.com/index.php
UN Women. (2020). Gender Equality Glossary. https://trainingcentre.unwomen.org/ mod/glossary/view.php?id=36&mode&lang=en