კოვიდ-19 პანდემიის გავლენა ქართულ ენასა და კომუნიკაციაზე

ავტორები

  • დიანა დიასამიძე ავტორი

საკვანძო სიტყვები:

კოვიდ-19, პანდემია, ქართული ენა, ნეოლოგიზმები

ანოტაცია

წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს ქართულ ენაში კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ცვლილებების შესწავლას. კოვიდ-19-მა გავლენა იქონია ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, ენის ჩათვლით. კორონავირუსის გავრცელებამ მრავალი ახალი ტერმინის შექმნა განაპირობა, რომლებიც ახლა ჩვენი ყოველდღიური ლექსიკის ნაწილია. ამასთან, კვლევის მიზანია ქართულ ენაზე კოვიდ-19 პანდემიის სოციალური გავლენის შესწავლა. კვლევა ეფუძნება თეორიებს, რომლებიც შეისწავლის ახალი ცნებების შექმნას, ენაში არსებული სიტყვების სემანტიკურ ცვლილებას, ნეოლოგიზმების ზრდასა და კოვიდ-19-თან დაკავშირებული სიტყვებითა და ფრაზებით ლექსიკონების შევსებას. ენის დინამიური ბუნება აშკარა ხდება გლობალური გამოწვევებისადმი საზოგადოების ადაპტირებისა და რეაგირების ფონზე. წინამდებარე კვლევა ხაზს უსვამს სოციალური ცვლილებების როლს, მათ შორის სოციალური დისტანციისა და “ლოკდაუნის“ (დროებითი ჩაკეტვა), ენობრივი გამომსახველი საშუალებებისა და საკომუნიკაციო ფორმების ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ ცალკეული სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობების გაფართოების საკითხს. კოვიდ-19-ის გრძელვადიან შედეგებზე დაკვირვებით მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, პანდემიით გამოწვეულმა ენობრივმა ცვლილებებმა გააგრძელეს თუ არა არსებობა პანდემიის შემდგომ პერიოდშიც. პანდემიის დროს ენაში დამკვიდრებული სიტყვებისა და ფრაზების შესწავლის საფუძველზე, კვლევის ანალიზი აერთიანებს გამოკითხვისა და CMC-ის (Computer Mediated Communication) მონაცემებს, რათა გვაჩვენოს ლინგვისტურ ტენდენციებზე პანდემიის გავლენა. კვლევა ხაზს უსვამს ქართული ენის ადაპტაციის უნარს გლობალური მოვლენების საპასუხოდ. ისეთი მეთოდოლოგიები, როგორებიცაა CMC და ონლაინ გამოკითხვა, გვიჩვენებს სოციალური მედიის როლს ახალი სიტყვების დამკვიდრებაში, კვლევის შედეგები გვიჩვენებს კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეულ სოციალურ თუ ლინგვისტურ ცვლილებებს. ენობრივი გამონათქვამებისა და კომუნიკაციის ფორმების შესწავლის საფუძველზე, კვლევაში განხილულია პანდემიასთან დაკავშირებული ნეოლოგიზმები. ენობრივი სიახლეები ხშირ შემთხვევაში ინგლისური ენიდან მომდინარეობს, რადგან იგი საერთაშორისო ენას წარმოადგენს. ონლაინ გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ კოვიდ-19-მა ცვლილებები გამოიწვია არა მხოლოდ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, პოლიტიკა, ჯანდაცვა, არამედ ლინგვისტიკაშიც. კვლევა ცხადყოფს კოვიდ-19 პანდემიის ხანგრძლივ გავლენას ქართულ ენაზე.

ავტორის ბიოგრაფია

  • დიანა დიასამიძე

    დიანა დიასამიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. ასწავლის ინგლისურ ენას სკოლაში. დაინტერესებულია ლექსიკონების შედგენასთან დაკავშირებული საკითხებით.

წყაროები

ჩიქობავა, ა.(2008). ენათმეცნიერების შესავალი. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

Mweri, J. (2021). Coronavirus disease (COVID-19) effects on language use: An analysis of neologisms. Linguistics and Literature Studies, 9(1), 36–47. Retrieved from: https://doi.org/10.13189/lls.2021.090105

Oxford Advanced Learner’s Dictionary. (n.d.). Browse new words. Oxford Learner’s Dictionaries. Retrieved from: https://www.oxfordlearnersdictionaries.com/wordlist/new_words

Oxford University Press. (2020). Word of the Year 2020. Retrieved from https://global.oup.com/news-items/archive/woty_2020?cc=ge

Merriam-Webster. (n.d.). America’s most trusted dictionary. Merriam-Webster.

Retrieved from: https://www.merriam-webster.com/

Qerechashvili. (2010). A comprehensive English-Georgian Online Dictionary | Dictionary.ge. Retrieved from: https://dictionary.ge/

The Covid Decade: Understanding the long-term societal impacts of covid-19. The British Academy.(2021). Retrieved from: https://www.thebritishacademy.ac.uk/publications/covid-decade-understanding-thelong-term-societal-impacts-of-covid 19/#:~:text=It%20shows%20that%20COVID%2D19,solidified%20existing%20inequ alities%20in%20society

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-17

გამოცემა

სექცია

სტატიები

კატეგორიები

როგორ უნდა ციტირება

კოვიდ-19 პანდემიის გავლენა ქართულ ენასა და კომუნიკაციაზე. (2024). ფილოლოგია (სტუდენტური ჟურნალი), 1, 12. https://philology.tsu.ge/philology/article/view/43

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.