სტუდენტური ჟურნალი ფილოლოგია
e-ISSN: 2960-9593
სტუდენტური ჟურნალი ,,ფილოლოგია" მიზნად ისახავს, მისცეს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტს საშუალება წარმოაჩინოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს საკუთარი კვლევა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა და ახალბედა მკვლევართა ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
ძირითადი მიმართულებებია: ლინგვისტური კვლევები, თარგმანმცოდნეობის კვლევები, ლიტერატურული კვლევები. შესაძლებელია სტუდენტთა მიერ შესრულებული თარგმანებისა და ლიტერატურული ჩანახატების გამოქვეყნებაც.
ახალი ნომერი გამოდის წელიწადში ერთხელ, დასაშვებია სპეციალური ნომრის გამოშვებაც.