,,დამწვარი გულის” როგორც ეროვნული და მორალური ალეგორიის შედარებითი სტილისტური ანალიზი ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურაში ,,გული” და მის ინგლისურ თარგმანში
საკვანძო სიტყვები:
გული, მინიატურა, მორალური და ეროვნული ალეგორია, ლიტერატურული სიმბოლიზმიანოტაცია
ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურა გული წარმოადგენს ღრმა ალეგორიულ ნაწარმოებს, რომელიც ასახავს 20-ე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ფსიქოლოგიურ, მორალურ და ეროვნულ საკითხებს. ტექსტის ცენტრში დგას „დამწვარი გული“ — მოტივი, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს ინდივიდუალურ და საყოველთაო მორალურ დეგრადაციას, რომელიც გამოწვეულია ავტორის თავისი სამშობლოსაგან სიშორით. ტექსტი, შექმნილი პოლიტიკური არასტაბილურობისა და ეროვნული იდენტობის კრიზისის ფონზე, მიჰყვება მარტივ ნარატიულ ხაზს, თუმცა ცხადყოფს უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ღირებულებებს.
კვლევა იყენებს აღწერით, ინტერპრეტაციულ და სტილისტურ მეთოდებს, რათა წარმართოს შედარებითი ანალიზი ორიგინალური ქართული ტექსტისა და ეთერ ჭურაძის ინგლისური თარგმანის შესახებ, აჩვენოს, როგორ უწყობს ხელს ლინგვისტური, სტილისტური და სტრუქტურული ხერხები ალეგორიული მნიშვნელობის შექმნას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გამეორებას, პარალელიზმს, მეტაფორას, ჰიპერბოლას, პერსონიფიკაციას, რიტორიკულ შეკითხვებს, ეპითეტებსა და სინტაქსურ კონსტრუქციებს. ეს ხერხები არა მხოლოდ აძლიერებს ნარატივის ემოციურ ზემოქმედებას, არამედ წარმოაჩენს ისტორიულ გულისტკივილს, მორალურ დაცემასა და იდეოლოგიური ბრძოლის პროცესს, ხოლო თარგმანის შედარება ორიგინალ ტექსტთან ნათლად აჩვენებს, როგორ ინარჩუნებს, უსადაგებს ან მცირედ ცვლის თარგმანი ამ ელემენტებს, გავლენას ახდენს ტექსტის ტონზე, სიმბოლიკასა და მკითხველის აღქმაზე.
ანალიზი გვიჩვენებს, რომ ლორთქიფანიძის ერთი შეხედვით უბრალო მინიატურა მოიცავს ზოგადსაკაცობრიო გულისტკივილსა და ფასეულობებს, რაც ასახავს თუ როგორ არის გადატანილი სიმბოლური, მორალური და კულტურული მნიშვნელობები ენებს შორის.
წყაროები
Fowler, R. (1986). Linguistic criticism. Oxford University Press.
Lortkipanidze, N.. The Heart (1908) (E. Churadze, Trans.(2022)). Caucasus Journal of Milton Studies, 1(3), 16. https://www.cjojms.com/index.php/research/article/view/37/34
Rusieshvili, M., Dolidze, R., & Totibadze, S. (2022). Stylistics: Seminar Reader. Tbilisi State University Press.
Tambling, J. (2009). Allegory. Routledge.
Toury, G. (1995). Descriptive Translation Studies - and beyond. John Benjamins.